LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის სარა ჯესიკა პარკერის ოჯახური არდადეგები იტალიაში (ფოტო)

95

სარა ჯესიკა პარკერი საზაფხულო შვებულებას სიცილიაში ატარებს. ცოტა ხნის წინ ის პორტოფინოს სანაპიროზე მარტო პოზირებდა, ამჯერად კი 53 წლის მსახიობს ოჯახიც შეუერთდა.

პაპარაცების ობიექტივში მოხვდა მსახიობის მეუღლე, მეთიუ ბროდერიკი, 16 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილები, რომლებიც იტალიის ქუჩებში სეირნობენ და საყიდლებზე დადიან. დღეს კი „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ქალიშვილების, ტაბიტასა და მერიონის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს თავად პარკერის სახე, ხოლო გოგონები ზურგით არიან გადაღებულები: “ღიმილი ყველაფერს ამბობს. მადლობა სიცილიას ჩვენი ოცნებების ახდენისთვის“-დაწერა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის მეთიუ ბროდერიკი და 53 წლის სარა ჯესიკა პარკერი 1997 წლიდან ქორწინებაში არიან. მეუღლეებს ყავთ 16 წლის ვაჟი ჯეიმსი და 8 წლის ტყუპები, რომელიც მათ სუროგატი დედისგან შეეძინათ. მსახიობი არასოდეს აჩვენებს შვილების სახეებს ახლო ხედით და პაპარაცებსაც მათი გამოჩენა მკაცრად აკრძალული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები