54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

436

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი“.

საუკეთესო კომპლიმენტი კი, რომელიც ცხოვრებაში მიუღია, არის „ნინი, როგორ ხარ?“. როგორც ჩანს, ის და მისი უფროსი ქალიშვილი ხშირად ერევათ ერთმანეთში. ეკა ისე გამოიყურება, ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები