LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 წლის მეგ რაიანმა ძველი მომხიბვლელობა დაიბრუნა (ფოტო)

492

90-იანი წლების ვარსკვლავმა მეგ რაიანმა ბოლო დროს თავი მრავლობითი პლასტიკური ოპერაციებით დაგვამახსოვრა. ახალ ფოტოებზე მისი ცნობა შეუძლებელიც კი გახდა. ცხადია, საზოგადოების მხრიდან საყვარელი მსახიობის ამ ფორმაში ხილვას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა თავად მსახიობზეც და მეგ რაიანი ამჯერად ძველი სტილის დაბრუნებას ცდილობს. პაპარაცებმა 55 წლის ვარსკვლავი ნიუ-ორკში, ქალიშვილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს.

მედიაში წერენ, რომ მრავლობითი ოპერაციების მიუხედავად, მეგ რაიანმა უწინდებური სილამაზის  დაბრუნება შეძლო. სასეირნოდ მსახიობმა სპორტული სტილის სამოსი შეარჩია. ის თეთრი ფერის შარვალსა და შავ პიჯაკში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ საყვარელი ქალიშვილი, დეიზი მსახიობმა 2006 წელს იშვილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები