LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 წლის ქალმა სამი შვილი გააჩინა (ფოტო)

72

55 წლის ბრიტანელმა ქალმა 3 ტყუპი გააჩინა და ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული დედა გახდა.

შერონ ქათსმა განაცხადა, რომ სამშობიარო განყოფილებაში 11 კვირა გაატარა, რათა დარწმუნებულიყო, ბავშვები გართულების გარეშე დაიბადებოდნენ.

შერონის მეგობარი მამაკაცი ქალზე 15 წლით უმცროსია, წყვილმა ერთმანეთი გაცნობის საიტის საშუალებით იპოვა. ისინი შვილების შეძენით ძალიან ბედნიერები არიან, ხელოვნური განაყოფიერებისთვის 15 ათასი ფუნტი დახარჯეს.

„როდესაც ულტრაბგერით კვლევაზე მითხრეს, რომ სამი შვილის მშობლები გავხდებოდით, სტიუარტი შოკში იყო, მე კი ბედნიერებისგან ვტიროდი.

ასაკის გათვალისწინებით, რისკების თავიდან ასარიდებლად ექიმებმა შერონს ერთი ბავშვის მოშორება ურჩიეს, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა და საკეისრო კვეთის შედეგად მეისონი, რაიანი და ლილი დაიბადნენ.

triplets5_2782676a

triplets3_2782673a

triplets2_2782671a

02_05215800_536190_2782289a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები