LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის ჯულიანა მური წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა

540

გასულ უქმეებზე ჯულიანა მური იტალიაში გამართული საბავშვო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო. წითელ ხალიჩაზე 56 წლის მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მთელი ყურადღება სწორედ მის მიმართ იყო მიპყრობილი.

მსახიობს თეთრი თავისუფალი კაბა ეცვა, ფეხზე კი ღია ფერის ფეხსაცმელი. ბუნებრივი მაკიაჟი მას მეტ ხიბლს სძენდა.

ჯულიანას არ გაუშვია ხელიდან შანსი, ახალგაზრდა თაყვანისმცემლებს დაკონტაქტებოდა და მათთვის რამდენიმე რჩევაც მიეცა. მან მოუწოდა მომავალ თაობას, რომ არასოდეს დანებდნენ სირთულეებს და არ დააჯერონ თავი, რომ რაღაც არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ჯულიანამ „ოსკარი“ მიიღო ფილმში „ჯერ კიდევ ელისი“ შესრულებული როლისთვის, სადაც მან ალცჰაიმერით დაავადებული ქალი განასახიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები