LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის შონ პენმა 25 წლის შეყვარებული გამოაჩინა (ფოტო)

159

შონ პენი თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით ყოველთვის იქცევდა მედიის ყურადღებას. ამჯერად 57 წლის ოსკაროსანი მსახიობი ახალ შეყვარებულთან, ლეილა ჯორჯთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი ერთ-ერთ საკვებ ობიექტს სტუმრობდა, სადაც ნებისმიერ პროდუქტს 10 დოლარზე ნაკლბ ფასად შეიძენთ.

ლეილა ჯორჯი 25 წლისაა, ის ერთი წლით უმცროსია შონ პენის ქალიშვილზე დილან პენზე.  შონი და ლეილა დაახლოებთ ერთი წელია რაც ერთად არიან, თუმცა ოფიციალურად იშვიათად ჩნდებიან.

აღსანიშნავია, რომ ლეილა დამწყები მსახიობია და მხოლოდ ახლა მიიღო მთავარი როლი სერიალში Mother, May I Sleep with Danger, სადაც მისი პარტნიორები ჯეიმს ფრანკო და ტორი სპელინგი არიან. რაც შეეხება შონ პენს, ის ლეილა ჯორჯს შარლიზ ტერონთან დაშორების შემდეგ შეხვდა. იქამდე კი მსახიობს რომანი ჰქონდა მომღერალ ჯუელ კილჩერთან. 1995 წელს კი ის ოფიციალურად დაშორდა თავის მეუღლეს რობინ რაითს, რომლისგანაც მსახიობს ორი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები