LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 წლის შერონ სთოუნი არაჩვეულებრივ ფორმაშია

81

ასაკის მიუხედავად, ”ძირითადი ინსტიქტის” 58 წლის ვარსკვლავი, მაინც ახერხებს გააკვირვოს თაყვანისმცემლი საკუთარი იდეალური ფორმით. ცოტა ხნის წინ ქსელში სთოუნის ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ის, ვენეციასთან ახლოს პლაჟზე, ლეოპარდის პრინტის გულახდილ ბიკინიში პოზირებდა ფოტოკამერების წინ.

საკუთარ იდეალურ ფორმას მსახიობი სწორ კვებას უნდა უმადლოდეს. უკვე რამდენიმე წელია სთოუნმა უარი თქვა სწრაფ ნახშირწყლებზე და საკუთარ რაციონში მხოლოდ ცილით მდიდარი პროდუქტი შეიტანა.

სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ სთოუნი საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად შეამჩნიეს. მსახიობს დიდი ხანია არავისთან ჰქონია ოფიციალური ურთიერთობა, რადგან მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობდა: ”არ მინდოდა რომ სახლში უცნობი მამაკაცები ყოფილიყვნენ, ამიტომ მაქსიმალურად შევზღუდე ნაცნობობის წრე. ახლა კი, ბავშვები გაიზარდნენ და მეც მზად ვარ განვაახლო პაემნებზე სიარული”,  – აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები