LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 წლის უბერებელი შერონ სთოუნი ახალი ფილმის გადაღებებზე (ფოტო)

76

90-აინი წლების სექს-სიმბოლო, შერონ სთოუნი 58 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება. პაპარაცებმა მსახიობი ამჯერად ჰოლივუდში, გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „A Little Something For Your Birthday”.

გადაღებებზე სთოუნი ჯინსის შარვალში, ტყავის ქურთუკსა და შლაპაში იყო გამოწყობილი. მას მალევე შეუერთდა ფილმში მონაწილე კიდევ ერთი მსახიობი ფამკე იანსენი.

ფილმი დიზაინერზე მოგვითხრობს, რომელიც წარმატებასა და სიყვარულზე ოცნებობს. მისი ცხოვრება ყოველწლიურად რადიკალურად ერთ კონკრეტულ დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე იცვლება. ფილმის პრემეირა 2017 წელსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები