LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის შერონ სთოუნი მაქმანიან საცვლებში პოზირებს (ფოტო)

147

მიუხედავად იმისა, რომ „ძირთადი ინსტიქტის“ გადაღებებიდან მრავალი წელი გავიდა, შერონ სთოუნი კვლავ მყარად ინარჩუნებს ყველაზე სექსუალური ქერათმიანი მსახიობის იმიჯს. ამჯერად ვარსკვლავი იტალიური  Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა. მსახიობმა გამოცემის პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და პირველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა.

ფოტოში, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა, შერონ სთოუნი მაქმანიან საცვლებში პოზირებს. სთოუნს მხრებზე შავი ბეწვის მოსაცმელი აქვს მოგდებული, ხოლო საბედისწერო ქალის იმიჯს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებს.

საინტერესოა, რომ ამავე გამოცემის იტალიური ნომრის გარეკანზე შერონ სთოუნი ბოლოს 2005 წელს ვიხილეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები