LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის შერონ სთოუნი საცურაო კოსტიუმში შეუდარებელია (ფოტო)

75

„ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავი შვებულებას მაიამიში ატარებს. ფოტოგრაფებმა შერონ სთოუნის გადაღება სანაპიროზე მოახერხეს, სადაც 59 წლის ვარსკვლავი საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა. ჟურნალისტებმა მალევე დაადგინეს, რომ „ოქროს გლობუსის“ მფლობელ მსახიობს La Blanca-ს ბრენდის საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელიც 97 ევროდაა შეფასებული. საინტერესოა, რომ შერონი მაიამი-ბიჩზე უცნობ მამაკაცთან ერთად ისვენებს, რომელიც ასვეე მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მსახიობის საქმიანობას, ცოტა ხნის წინ ის გამოცემა Haute Living-ის გარეკანს ამშვენებდა, როგორც წლის ქველმოქმედი ადამიანი. ამ წლის ბოლოს მისი მონაწილეობით ორი ახალი ფილმი გამოდის, ხოლო 2018 მაყურებელი შერონ სთოუნს ახალ მინისერიალში იხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები