LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5G: ინტერნეტის სიჩქარის გაზრდისთვის Apple-მა მუშაობა დაიწყო

72

უფრო სწრაფი, უფრო სტაბილური და კომფორტული – უკაბელო ინტერნეტის ახალი ტალღა დაიწყო.

Apple ინტერნეტის შემდეგი თაობის ტექნოლოგიას ტესტავს. “ბლუმბერგის” ცნობით, უკაბელო ინტერნეტის გაუმჯობესებისთვის, ექსპერიმენტული ლიცენზიისთვის აპლიკაცია იყენებს ახალ ტექნოლოგიას სახელად “მილიმეტრიანი ტალღა” (millimeter wave).

ამ საკითხზე FCC-სა და Apple-ს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გუშინ გაფორმდა.

 

როგორი იქნება 5G?

მთავარი დაპირება რაც 5G-ს შემქმნელებს აქვთ, ინტერნეტის შეყოვნების აღმოფხვრა და სიჩქარის გაძლიერებაა.

5 G პირველად კალიფორნიაში, ორ ლოკაციას შორის დაიტესტება. მათ შორის ერთ–ერთი Apple-ს პირველი შტაბია.

აპლიკაციის აღწერის მიხედვით, შერჩეულ ტერიტორიაზე, რომელზეც ტესტირება განხორციელდება, 28 გეგაჰერცი გამოყოფილია დედამიწასა და კომოს შორის ტრანსმისიებისთვის.

სამომავლო გეგმებსა თუ პროგნოზებზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ ეს სისტემა სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.

 

როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს ბიზნესზე?

ბიზნესის წარმომადგენლებსა და უბრალოდ მომხმარებლებს ინტერნეტკავშირის ახალი საფეხური ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობას გაუადვილებს, შემდეგი მიზეზების გამო:

  • ულტრა სწრაფი კომუნიკაციები
  • ინტერნეტი კაბელების გარეშე
  • სწრაფი ინტერნეტის ხარჯზე, ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა – დრო ფულია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები