LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6-12 თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

90

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ეს კვირა ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის ძალიან პოზიტიური იქნება. თუ პარტნიორი გყავთ, ის, ამ კვირაში კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის.  ასევე, იგი დიდი ხნის სურვილს აგიხდენთ.

კურო

თქვენი პირადი ცხოვრება ამ კვირაშიც მშვიდი და აუღელვებელი იქნება. პარტნიორი ყველაფერს აკეთებს წვრილმან თუ მსხვილმან წამოწყებებში მორალურად მხარი დაგიჭიროთ. ის უფრო მეტ ენერგიას და აქტიურობას ამჟღავნებს, ვიდრე თქვენ.

ტყუპები

ამ კვირაში, სასიყვარულო რომანის განვითარების შანსი გაქვთ. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, დააკვირდით მის შესაძლებლობებს, შეხედულებებს და მათზე დაყრდნობით, განავითარეთ საკუთარი გონება. შეხედეთ პარტნიორს, როგორს ფილოსოფოს და სულიერ მენტორს.

კირჩხიბი

ამ კვირაში პარტნიორთან კომუნიკაციაში პროგრესს მიაღწევთ. თუ აქამდე, ერთ-ერთი ყოყმანობდა და თავს იკავებდა, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ურთიერთობაში, ამ კვირაში ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

ლომი

ამ კვირაში პარტნიორთან რეალურ სახეს გამოაჩენთ. თუ აქამდე გეგონათ, რომ შეყვარებისთვის მხოლოდ თქვენი საუკეთესო მხარე უნდა წარმოგეჩინათ, მიხვდებით, რომ ცდებით. პარტნიორს უყვარხართ ზუსტად ისეთი, როგორიც რეალურად ხართ.

ქალწული

ამ კვირაში ისეთ რამეს გამოცდით, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ აქამდე სიყვარულის და ემოციების გამოხატვა გიჭირდათ, ამ კვირაში ამ ბორკილებისგან გათავისუფლდებით. მიყევით გულის ძახილს.

სასწორი

თუ პარტნიორი გყავთ, ამ კვირაში სოციალურად აქტიური ცხოვრება გელით. ასევე, გულახდილ საუბრებში გაანალიზებთ, რომ კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის დამაინტრიგებელ, უჩვეულო თემებზე საუბრისგან ორივე თავს იკავებთ.

მორიელი

თუ დიდი ხანია ერთად, სტაბილურად ხართ, შესაძლოა, ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეს უკავშირდება ერთად ცხოვრებას ან საერთო საცხოვრებელი ფართის შეძენას.

მშვილდოსანი

ამ კვირაში პარტნიორთან ცხოვრებისეულ საკითხებს და სამომავლო გეგმებს განიხილავთ. ხოლო, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ეცადეთ, პაემანი უფრო ხშირად დაგეგმოთ.

თხის რქა

ამ კვირაში პარტნიორს იმ ინტიმურ მხარეს გაანდობთ, რომელზე საუბრისგან, დიდი ხანია თავს იკავებთ. ეს საშუალებას მოგცემთ იმ შიშებისგან გათავისუფლდეთ, რაც ფარულად გაწუხებთ. ასევე, ამ კვირაში ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ.

მერწყული

რა ცვლილებაც არ უნდა მოხდეს თქვენს ურთიერთობაში, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენზე. ამ კვირაში ან დანიშვნა, ან ქორწინება გელით. ხოლო, თუ პარტნიორს დროებით დაშორდით, ამ კვირაში, შესაძლოა, შერიგდეთ.

თევზები

ეს კვირა საიდუმლოებების გამომჟღავნების კვირაა. ერთმანეთს ისეთ რამეს გაუმხელთ, რომელთა თქმა ადრე წარმოუდგენელი გეჩვენებოდათ. გულახდილობა სასიკეთოდ აისახება მომავალ ურთიერთობაზე.

პოპულალურები