LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

139

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები