LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 დეკემბერს „ორერა“ 55 წლის იუბილეს აღნიშნავს

311

ლეგენდარული ანსამბლი „ორერა“ 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს გაიმართება. პროგრამის სახელწოდებაა „ჩემი საქართველო აქ არის.

მონაწილეობენ: ანსამბლი „ორერა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: გენო ნადირაშვილი, თეიმურაზ დავითაია, მუსიკალური ხელმძღვანელი გია ძიძიგური, დავით მაღლაკელიძე, გიორგი წიკლაური და ზურაბ მირზიაშვილი), აგრეთვე ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე.

წამყვანები: ნიკა წიკლაური (თეატრმცოდნე) და  ზურაბ გოშაძე (პოეტი).

პროდიუსერი: ლადო ხელაშვილი.

„ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება. იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში. ანსამბლს დაკრული აქვს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

„ორერა“ ჩამოყალიბდა უცხო ენათა ინსტიტუტში, თავდაპირველად ვოკალური კვარტეტის წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე. ამ შემადგენლობით კვარტეტი 1962 წელს ქართულ მხატვრულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სიმღერებს ასრულებდა.

„ორერას“ დაემატა ვირტუოზი პიანისტი, ჯაზმენი ვაგიფ მუსტაფა-ზადე, ასევე პროფესიონალი მუსიკოსები: თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი (როიალი, ვოკალი), გენო ნადირაშვილი (საყვირი, კონტრაბასი, ვოკალი), მოგვიანებით – ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე და კოლექტივი ჩამოყალიბდა პირველ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლად სსრკ-ში.

კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: რადიო „ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები