LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ივლისს პანტომიმის ფესტივალი იწყება

197

შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში მეოთხედ გაიმართება. საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ტერიტორიაზე, გარე და შიდა სივრცეში მაყურებელს 3 დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნება დაესწროს ორ პრემიერას, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს, პანტომიმისა და თანამედროვე ცეკვის ელემენტებით გაჯერებულ პერფორმანსებს. დაესწროს ამირან შალიკაშვილის პანტომიმის სახელმძღვანელოსა და მარსელ მარსოს წიგნის პრეზენტაციებს. ასევე, შეხვდეს ფესტივალის მთავარ სტუმარს – პარიზის მიმების სკოლის დამაარსებლის – მარსელ მარსოს შვილს, იოგს – ბაპტისტ მარსოს.

6 ივლისი, 14:00 –  ბაპტისტ მარსოს ვორქშოპი

ბაპტისტ მარსო, ფრანგი მსახიობი-მიმის, პარიზის მიმების სკოლის დამაარსებლის, მარსელ მარსოს შვილია. ის მსოფლიოში ცნობილი იოგია.

19:00 –  გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა

გიორგი შენგელია დაიბადა თბილისში 1984 წელს, მისი ფერწერასთან დაახლოება ფოტოგრაფიაში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობამ განაპირობა. 2017 წელს ზამთრის მოახლოვებასთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომელიც ნამუშევრების ა4 ფორმატზე შემექმნას და სოციალურ ქსელში გავრცელებას ითვალისწინებდა. მხატვარი ფსევდონიმად  ბაბუის – „აბესა“ და ბებიის – „ბადე“ სახელებს იყენებდა. საზოგადოების დიდი ინტერესის შემდეგ, ავტორმა ფსევდონიმით – აბესა ბადე, 2018 წლიდან ნამუშევრების ტილოებზე გადატანა დაიწყო და პროექტს უფრო სერიოზული სახე მისცა. ექსპოზიციის ნახვას დამთვალიერებელი პატომიმის თეატრის ფოიეში შეძლებს.

19:30  – რომა რცხილაძის  და პანტომიმის თეატრის ბენდი

20:00 – პანტომიმის თეატრის ბურთების შოუ

20:30 – დავით შალიკაშვილის სპექტაკლის პრემიერამოხუცი და ზღვა

რეჟისორმა დავით შალიკაშვილმა ერნესტ ჰემინგუეის ნოველა „მოხუცი და ზღვა“ სცენაზე გააცოცხლა. ინგლისელი მწერლის  ნაწარმოებს პანტომიმის ენით, ქართული მიმები გვიყვებიან. წარმოდგენა ელექტრონული, როკ და ჯაზ მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და ისტორიას, არა ტრაგიკულად არამედ,  რეჟისორის პოზიტიური ხედვით გვიყვება.

პანტომიმის თეატრის ამჟამინდელ დასთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას თეატრის ვეტერანი მსახიობები იღებენ. მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი მოხუცის როლში გვევლინება, მთხრობელს კი ასევე, რეჟისორი და მსახიობი კახა ბაკურაძე განასახიერებს.

7 ივლისი

14:00  – ბაპტისტ მარსოს ვორქშოპი

16:00 – გოგა ოსეფაშვილის ვორქშოპი

19:00 – გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა

20:00 – პანტომიმის თეატრის ლაივ-პერფორმანსი

პატომიმისა და კონტემპორარის ელემენტებით გაჯერებული პერფორმანსის ნახვას, მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც შეძლებენ. თეატრის დირექტორის – ამირან შალიკაშვილი უმცროსის ინიციატივით, პანტომიმის თეატრი მაყურებელს უკვე მეორედ  „ფეისბუქ“-პრემიერას სთავაზობს.

20:30 – პანტომიმის თეატრის ნეონ შოუ ელექტრონული მუსიკის თანხლებით

20:30 – DJ N!KOLOZ AMIREJIBI

8 ივლისი

14:00 –   ბაპტისტ მარსოს Workshop

19:00 – რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა

რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა თბილისში 1968 წელს. ხატვა 2 წლიდან დაიწყო, პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლისამ მოაწყო. 8 წლის ასაკში ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოსკოვში. სამი წლის შემდეგ მოსკოვში ისევ მოეწყო მისი გამოფენა, შემდეგ კი – თბილისში. 13 წლის ასაკში მისი გამოფენები მოეწყო საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს – პარიზში. მას შემდეგ მრავალჯერ გამოიფინა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ვენა, ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, საფრანგეთი, ა.შ.შ.).

მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, “ქართული ზღაპრები”, ეკა ბაქრაძის ლექსების კრებული.

შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”.

ბოლო პერიოდის ნამუშევრები ძირითადად არის ფერწერა და გრაფიკა აბრეშუმზე. რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა გამოირჩევა განსაკუთრებული ტექნიკით – ურთულესი კომპოზიციები, ფერწერული თუ გრაფიკული, ერთი ხელის მოსმითაა შესრულებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზისა და ესკიზის გარეშე, ნებისმიერ ფორმატზე.

19:30 –   ლექცია ქართულ თეატრზე

19:50  – ამირან შალიკაშვილის წიგნის პრეზენტაცია

მარსელ მარსოს წიგნის პრეზენტაცია

20:00  –  შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის Showcase

20:30 –   ამირან შალიკაშვილის სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“

22:00 –   კახა ბაკურაძის „რეჩიტატივი ქალაქში“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები