LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 შეცდომა, რომელსაც მშობლები ანტიბიოტიკების გამოყენებისას უშვებენ

687

ექიმი ევგენი კომაროვსკი სპეციალურ რჩევებს გვთავაზობს, რომლის გათვალისწინებაც გვმართებს ანტიბიოტიკების გამოყენებისას.

თვითმკურნალობა;

ამის მიზეზი მშობლების უპასუხისმგებლობაა. ანტიბიოტიკი მკაცრად მხოლოდ ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს,  ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. თვითმკურნალობა კი, შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ანტიბიოტიკის გამოყენებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ანტიბიოტიკების მიღება პროფილაქტიკის მიზნით;

კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც ხშირად ექიმებიც კი უშვებენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვირუსებისა და ანთებითი პროცესების პრევენციის მიზნით, ანტიბიოტიკის გამოყენება ისეთივე დაუშვებელია, როგორც მისი მიღება ჯანმრთელი ადამიანისთვის.

ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება;

ხშირად ითვლება, რომ ანტიბიოტიკი უფრო უსაფრთხოა თუ მას სიროფის ფორმით მივიღებთ, რაც ასევე აუცილებლობის გარეშე სასტიკად აკრძალულია.

დროზე ადრე ანტიბიოტიკების შეწყვეტა;

როცა არგუმენტი ისაა, რომ ბავშვი უკეთაა და ანტიბიოტიკი უნდა შევწყვიტოთ, ეს მიდგომა ძალიან არაპროფესიონალურია. სრული კურსით მკურნალობა ბევრი ფაქტორის გამოა აუცილებელი. ყველა ანტიბიოტიკს აქვს საკუთარი მოქმედების ციკლი, რაც ბოლომდე უნდა ჩატარდეს.

ანტიბიოტიკების განმეორებით მიღება რეციდივის დროს;

ანტიბიოტიკების განმეორებითი მიღება ზრდის ალერგიის ფაქტორს. ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ბავშვების მკურნალობისას. თუ ერთი და იგივე ვირუსი მეორდება, ეს ნიშნავს, რომ ის დაკავშირებულია მიკრობთან, რომელიც გაქრა პირველადი მკურნალობისას. შესაბამისად, იგივე წამალი არაეფექტური იქნება.

ანტიბიოტიკის გამოყენების წესები და დოზირება;

ანტიბიოტიკების მიღების უნივერსალური წესი არ არსებობს. ყველას მიღების ინდივიდუალური წესი აქვს და ეს ინსტრუქცია პაციენტს ექიმმა უნდა მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები