LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის გოგონა, რომელიც მამამ სახურავიდან გადააგდო, პოლიციელებმა გადაარჩინეს (ფოტო/ვიდეო)

148

საზარელი ამბავი მოხდა სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქ პორტ-ელიზაბეტში მამაკაცმა 6 თვის შვილის მკვლელობა სცადა. ის სახლის სახურავზე ავიდა და პოლიციას გოგონას გადაგდებით ემუქრებოდა. პოლიციელმა მამაკაცთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უცნობი მამაკაცი შეურაცხადი იყო და დათმობაზე არ წავიდა.

მოვლენები სწრაფად განვითარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ-აფრიკელი პოლიციელების გმირობა შეუფასებელია. მათ 6 თვის გოგონა პრაქტიკულად ჰაერში დაიჭირეს. მოგვიანებით კი სახურავზე მყოფმა სამართალდამცავმა მამა დააკავეს. 6 თვის გოგონა დედას დაუბრუნეს, თუმცა, პოლიციის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური მუშაკები დედის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიან.

რაც შეეხება დამნაშავეს, მას ოჯახური ძალადობის მუხლით პატიმრობა ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები