LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის ტყუპის ცემაში ბრალდებული ძიძა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

178

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 6 თვის ტყუპის ცემაში ბრალდებული ძიძა პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ და ძიძა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

თბილისში, ერთ- ერთ ოჯახში ძიძა 6 თვის ტყუპს სისტემატურად სცემდა. მას შემდეგ, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, ოთახში სათვალთვალო კამერა დააყენეს.ეჭვი გამართლდა და ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უსწორდებოდა ქალი ბავშვებს.

ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. 6 თვის ტყუპის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები