LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის ობოლი გოგონასთვის ბინის ფულის შესაგროვებლად გოგა ჩანადირმა საკუთარი ნამუშევარი აუქციონზე გამოიტანა

31

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოცქსელში ავრცელებს მიმართვას, სადაც საზოგადოებას 6 წლის ობოლი გოგონას დახმარებისკენ მოუწოდებს.

„6 წლის ობოლ და უსახლკარო სალომე მამუდოვს ბინა რომ ჰქონდეს, აკა სინჯიკაშვილმა და მე ძალები გავაერთიანეთ. უკვე 6000 ლარის ფარგლებში შეგროვდა. იმისათვის, რომ თანხა გაიზარდოს, „ფეისბუქზე“ აუქციონის სახით გამომაქვს მიანმარში გადაღებული ფოტო. დაბეჭდილია ტილოზე და ხის ჩარჩოშია ჩასმული. მიუხედავად იმისა, რომ 73 ლარი დაჯდა, საწყის ფასად 1 ლარს ვასახელებ.

აუქციონი ერთი კვირა, 20 თებერვლის ამოწურვამდე გაგრძელდება.გადაეცემა იმას, ვინც ყველაზე მაღალ ფასს დაასახელებს. მყიდველი თანხას თავად გადარიცხავს მითითებულ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

მიმღები: აკაკი სინჯიკაშვილი

აუქციონზე ბიჯის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები