LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ყველაზე აუცილებელი რჩევა მოგზაურებისთვის

62

მოგზაურობა სტრესის მოსახსნელად არის განკუთვნილი და არა მის გასაზრდელად. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ შვებულება ძალიან ცუდ გამოცდილებად გადაიქცევა და ამ სიტუაციას ვერც ლამაზი ადგილები და ვერც კეთილგანწყობილი ადგილობრივები ვერ შველის. არის ნიუანსები, მაგალითად -ამინდი თუ გადადებული რეისი, რასაც მოგზაური ვერ გააკონტროლებს, თუმცა საბუთებისთვის და ფულისთვის მეტი ყურადღების მიქცევა კი ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ, სანამ კარს გაიხურავთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ, რაც თქვენს მოგზაურობას მართლაც დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

1. გააკეთე პასპორტის ასლი

აუცილებლად გააკეთეთ პაპსორტისა თუ სხვა დოკუმენტების ასლები იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ მოგპარავენ ან უბრალოდ დაკარგავთ. სასურველია, თუკი ერთ ასლს თქვენთან იქონიებთ, ერთს კი მეგობარს შეანახინებთ.

2. გაასუფთავე საფულე

საფულის დაკარგვა ტურისტებისთვის იმდენად ჩვეულებრივი აბავია, რომ ალბათ არც არავის უკვირს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავსე საფულის ტარება გონივრული არ არის და მოგზაურმა თან მხოლოდ ის ბარათები და იმ რაოდენობის ფული უნდა წაიღოს, რამდენიც კონკრეტულ დღეს დასჭირდება.

3. გაიგე, რას ფიქრობენ სხვები

მანამ სანამ ზიპ-ლაინს, პარაპლანით ფრენას თუ ჯომარდობას დაგეგმავთ – აუცილებლად გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს. ამ გზით თქვენ ყველაზე კომფორტული და რაც მთავარია უსაფრთხო გასართობის შერჩევას შეძლებთ.

 

4. გახდი ადგილობრივი

მანამ სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, შერჩეული ადგილი კარგად შეისწავლეთ და მისი მონახულების გეგმაც შეადგინეთ. დაინტერესდით იმითაც, თუ როგორები არიან ადგილობრივები, რა უყვართ, რა აცვიათ და როგორ შეძლებთ მათთან კომუნიკაციას.

5. შეამოწმე ამინდი

მოგზაურობა პატარა წამოწინწკვლის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა, ამინდს მაინც გადახედეთ, რათა თავი სერიოზული პრობლემებისგან, მაგალითად -მეხის გავარდნისგან, შტორმისგან თუ ქარიშხლისგან დაიცვათ. ასევე ისიც ხო უნდა იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ თან წასაღები ტანსაცმელი.

6. მოერიდეთ ზედმეტ პოსტებს

ფოტოების გამოქვეყნება და მუდმივი „ჩექინები“ ხაზს უსვამს იმას, თუ რა ადგილას ხართ და იმასაც, რომ სახლიდან შორს იმყოფებით. ამიტომ უმჯობესია, თუკი ცოტას მოითმენთ და შთაბეჭდილებების გაზიარებას მოგზაურობის დასრულების შემდეგ დაიწყებთ.

თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ პოტენციურ პრობლემებს თავიდან აირიდებთ და მოგზაურობაც ბევრად უფრო სასიამოვნო გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები