LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ყველაზე „საშიში“ ფილმი

 „თავშესაფარი“ (El Orfanato, ხუან ანტონიო ბაიონა, 2007) – ესპანურ-მექსიკური მისტიკური ტრილერი, რომელმაც „გოიას (ესპანური „ოსკარის“) 7 პრემია მოიპოვა მცირეწლოვანი ბავშვის ისტორიაა, რომელიც უკვალოდ ქრება, დედა კი, დამოუკიდებლად ცდილობს მის პოვნას.

„გვამის გაკვეთა“ (Autopsy, ადამ გირაში, 2009) –  ბანალური სიუჟეტის მიუხედავად (უკაცრიელ შოსეზე ახალგაზრდები უცნაურ ადამიანს ეჯახებიან), მოულოდნელი, ეფექტური მომენტების და არაჩვეულებრივი დეკორაციის წყალობით, ფილმი მაინც დინამიური, დაძაბული და საინტერესო სანახავია.

 „პარანორმალური მოვლენები“ (Paranormal Activity, ორენ პელი, 2009) –  დოკუმენტური კინოს ჟანრში გაკეთებული ფილმი, რომელმაც 15-მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე გაქირავებაში მთელი 193 მოაგროვა, მაყურებელს რეალისტური გადაღებით და მსახიობების ბუნებრივი თამაშით ხიბლავს.

 „წყევლა“ (The Conjuring, ჯეიმს ვანი, 2013) – „სატურნის“ პრემიის მფლობელი ფილმი პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი მკვლევარების ედ და ლორეინ უიორენის რეალურ ისტორიების მიხედვით შეიქმნა და მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა გამოვიდა.

„ბაბადუკი“ (The Babadook, ჯენიფერ კენტი, 2014) – ლარს ფონ ტრიერის ყოფილი ასისტენტის მცირებიუჯეტიანი ფილმში იმდენად ორგანულადაა შერწყმული რეალური და წარმოსახვითი, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სწორედ ასე კარგავს ადამიანი საღ აზრს და ხდება შეშლილი .

 „ისტერია“  (Delirium, დენის ილიადისი, 2018) – „ბაბადუკის“ მსგავსად „ისტერიაშიც“ რთული გასარკვევია, სად რეალობაა და სად მთავარი პერსონაჟის ჰალუცინაცია, მით უფრო,  რომ მას არ შეუძლია უზარმაზარი სახლის დატოვება, რადგან სხვა შემთხვევაში, პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები