LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 ათასზე მეტი ევაკუირებული ადამიანი – ჰაიფაში ხანძარია

67

თუ აღმოჩნდება, რომ ისრაელში, ტყეში ხანძარი ვიღაცამ სპეციალურად გააჩინა, განიხილება როგორც ტერაქტი, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამენ ნეთანიაჰუმ ჰაიფაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხანძრის გამო ქალაქიდან 60 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენის მოწოდებები სოციალურ ქსელებში შენიშნეს.

ჰაიფას პოლიციის წაფრმომადგენელმა მიკი როენფელდმა განაცხადა,რომ ქალაქის 8 უბნის მოსახლეობას მოსთხოვეს საცხოვრებელი სახლის დატოვება, მათთვის გახსნილია საევაკუაციო ცენტრები. ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 დღე-ღამეა ებრძვის, ჰაიფამდე ხუთშაბათს მიაღწია. ქალაქში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ცეეცხლის გავრცელებას ხელს მშრალი ამინდი და ქარი უწყობს.

_92640473_gettyimages-625511170

_92640478_gettyimages-625513406

_92642288_mediaitem92642287

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები