LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“60 ბავშვი ერთ ჯგუფში, ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად” – რა ხდება ბაღებში

81

ჟურნალისტი თამუნა გოგუაძე საჯარო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე პროტესტს გამოთქვმს. როგორც ის ყვება, ბაღში მისულს, ერთ ჯგუფში 60 ბავშვი დახვდა ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად.

გოგუაძის თქმით, ამ სიტუაციაში ინფექციებისა და ვირუსების გავრცელების დიდი საშიშროებაა.

როგორც მან “ფორტუნასთან” განაცხადა, აპირებს ბავშვი კერძო ბაღში გადაიყვანოს, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნია, ამდენ ბავშვში მისი შვილის უსაფრთხოება დაცული იყოს.

“60 ბავშვი ერთ ჯგუფში, ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად!

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რა კანტორა ხართ ამისთანა ფეხებზე რომ გკიდიათ ბავშვების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლება, თავზე გადაიხიეთ ყველა კანონი და ნორმა რაც ამ სფეროშია. ქანცგაწყვეტილი მასწავლებელი, ხმაურისგან დაოსებული ბავშვები – ასე დაიწყო სასწავლო წელი დ არა ისე როგორც თქვენს დავარცხნილ ფბ პოსტებშია!!! წარმოგიდგენიათ რამხელა იქნება ავადობის მაჩვენებელი ?! რამხელაა ინფექციების, ვირუსების გავრცელების საშიშროება? რა განათლბაზე ან პასუხისმგებლობაზეა საუბარი, საათში რომ გადაანაწილო 1 წუთი უწევს ერთ ბავშვს მასწავლებლის ყურადღება!!! 

113 -ე ბაგა – ბაღი დირექციის პოზიციაც მაიტერესებს, რატომ ხართ ასეთი უსიტყვო შემსრულებლები? როცა იცი, რომ არ გაქვს რესურსი, არ გაქვს სივრცე, არ გყავს მასწავლებელი როგორ იღებ ამდენ ბავშვს? ეს დარღვევაც აღარ არის, კრიმინალია” – წერს თამუნა გოგუაძე სოც.ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები