LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის ლინდა ჰემილტონი ახალი „ტერმინატორის“ გადაღებებზე (ფოტო)

374

რამდენიმე დღის წინ „ტერნიმატორის“ მეექვსე ნაწილის გადაღებები დაიწყო. გასულ წელს ფილმზე მუშაობის უფლება შემქმნელებს ოფიციალურად დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტს ტიმ მილერი ჩაიბარებს.

ცნობილია, რომ ახალი ფილმი არ იქნება კავშირში „ტერმინატორის“ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილთან. მთავარ როლებში კი არნოლდ შვარცნეგერსა და ლინდა ჰემილტონს ვიხილავთ. გადამღებ ჯგუფს ახალ ფილმში მაკენზი დევისი, დიეგო ლუნა, ნატალი რეისი და დოეგო ბონმეტა უერთდებიან.

ინტერნეტში კი უკვე გამოჩნდა ჯეიმს კამერონის ყოფილი მეუღლისა და „ტერმინატორის“ ვარსკვლავის, ლინდა ჰემილტონის პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან. საინტერესოა, რომ ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლიდან 34 წელი გავიდა და ლინდა ჰემილტონიც საოცრად შეცვლილია. მსახიობი ახლა 61 წლისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები