LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 მილიონი დაღუპული და განადგურებული ევროპა – ფაქტები მეორე მსოფლიო ომზე

151

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი გერმანიამ წამოიწყო, რომლის საბოლოო მიზანი მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება იყო. “გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება”, – წერდა ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა”. ომში  72 სახელმწიფო, დედამიწის მოსახლეობის 80% მონაწილეობდა.  შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი და   62 მლნ. ადამიანი დაიღუპა.   სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო. ომში პირველი გასროლა  გერმანულმა სასწავლო გემმა “შლეზვიგ-ჰოლშტაინმა” მოახდინა. 1941 წლის 22 ივნისის დილას კი გერმანიის სატანკო დივიზიამ  სსრკ-ის საზღვრები გადალახა.

მეორე მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს. ომის დროს სამხედრო სამსახურში  ნახევარ მილიონზე მეტი კაცი გაიწვიეს, მათგან დაახლოებით 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 100 ათასამდე ხეიბარი დარჩა.

1945 წლის 8 მაისს, კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალმა უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ხოლო 9 მაისს, საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა.

8 და 9 მაისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები