LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებები დაამტკიცა

29

პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები 63 ხმით, სამი წინააღმდეგი დაამტკიცეს. აღნიშნული კანონის მიღებისათვის საკმარისი კვორუმი 50 ხმა იყო.

პარლამენტის მიერ მიღებულ პროექტში კვლავ წარმოდგენილია ის ძირითადი სადავო საკითხები, რის გამოც მას წამყვანი კომიტეტი – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მხარს არ უჭერს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

ცვლილებებით, ასევე იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები