LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67-ე სკოლის დირექტორმა მასწავლებელი უკანონოდ გაათავისუფლა – ცირა ნაყეური

132

თბილისის 67-ე სკოლის მუსიკის მასწავლებლის, ცირა ნაყეურის, განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელი, დოდო კეზუა, დირექტორმა წუხელ გვიან ღამით უკანონოდ გაათავისუფლა.

როგორც ცირა ნაყეური ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, შესაძლოა, დირექტორმა კიდევ რამდენიმე მასწავლებელი გაათავისუფლოს.

“ვაპროტესტებ დოდო კეზუას 67-ე სკოლიდან გათავისუფლებას, ის არის აღიარებული პედაგოგი და ქიმიის სპეციალისტი. თუ დოდო კეზუა არ უნდა იყოს სკოლაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრს არა გვაქვს სკოლაში ყოფნის უფლება. უკიდურეს ზომას მივმართე – მეც არ შევალ დღეს სკოლაში და ალბათ, როგორც დოდო კეზუას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო დირექტორმა, მეც გამიშვებს. იმედი მაქვს, სამინისტროს ექნება ადეკვატური გადაწყვეტილება და ეს დირექტორი, რომელიც შეუფერებელია სკოლისთვის, აქ აღარ დარჩება,”  – განაცხადა ცირა ნაყეურმა.

როგორც ნაყეური აცხადებს, დოდო კეზუას წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებია გამოთქმული.

“დოდო კეზუას მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს და არ შეიძლებოდა, მას ბავშვისთვის ისეთი დაზიანება მიეყენებინა, როგორც ისინი ამბობენ. ბავშვებს ძალიან ცუდი რაღაც გააკეთებინეს. კონკრეტულად კი, კეზუას წინააღმდეგ დააწერინეს საჩივარი. ბავშვებს დამრიგებელმა დაავალა, მან თვითონ შეუტანა მე-8 ა კლასის მოსწავლეებს ფურცლები და უთხრა, მიმართვა დაეწერათ დამრიგებლის სახელზე, არამარტო კეზუას, არამედ სხვა მასწავლებლების წინააღმდეგაც. კამპანია წამოწყებული ჩემს წინააღმდეგაც,” – აცხადებს ნაყეური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები