LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 აპრილს თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

85

საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში, 7 აპრილს მომღერალ თემურ თათარაშვილის 50 წლისამი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, შემოქმედებითი საღამოს სამზადისი უკვე დაწყებულია. მონატრებული სიმღერები და მონატრებული შეხვედრა საყვარელ მსმენელთან. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაში მეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას.

როგორც კულტურის პალატაში აცხადებენ, პალატის მიზანია კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების თანადგომა და მხარდაჭერა. პალატა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალი საინტერესო საღამოს, კულტურულ პროექტებსა და ფესტივალებს გეგმავს.

საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები