LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ათასზე მეტი აღსაზრდელისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღებს გარეთ დარჩნენ, მერიამ დამატებითი ადგილები გამოყო

85

დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის ბაღებს დარჩენილი აღსაზრდელების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ელოშვილმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელოშვილის თქმით, აღსაზრდელებისთვის, რომლებიც ბაღებს გარეთ დაურეგისტრირებლები დარჩნენ, მერიამ 7300 ადგილი გამოყო.

„7300 დამატებითი ადგილია გამოყოფილი და გამზადებულია იმისთვის, რომ ბავშვების ხელახალი რეგისტრაცია მოხდეს. განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც არ იყო არანაირი კატეგორიზაცია რეგისტრაციისას და ბავშვების მიღება-არმიღება მთლიანად დამოკიდებული იყო ბაღის დირექტორის გადაწყვეტილებაზე, ახლა იქნება წესები პრინციპები, კატეგორიზაცია, რადგან შევძლოთ ბაღების გარეთ დარჩენილი ბავშვების რეგისტრაცია. ახლა მუშავდება ეს კომპლექსური წესები, გათვალისწინებული იქნება რაიონები და საცხოვრებელი ადგილები. აქამდე კატეგორიზაცია არსად იყო გაწერილი და ბაღის დირექტორები მათ მიერ შემუშავებული კატეგორიზაციით სარგებლობდნენ,“ – განაცხადა ელოშვილმა.

მერის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია რა კატეგორიზაციის მიხედვით მოხდება რეგისტრაცია და ვის მიენიჭება უპირატესობა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები