LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ივლისს „აკოლადას“ პრეზენტაცია გაიმართება

47

7 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, კომპანია „ბგერა“ ახალი ნოვატორული საბავშვო მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტ „აკოლადას“ დაბადების დღეს, ასევე პრეზენტაციას გამართავს.

საღამოს გაიმართება კონცერტი, რომლის რეპერტუარი შედგენილი იქნება პორტალზე გამოქვეყნებული სიმღერების შესაბამისად. მუსიკალური ნომრები გამდიდრებული იქნება გასართობი და სანახაობრივი პროგრამით. პროექტში მონაწილე ბავშვები წარმოგვიდგენენ ახალი სიმღერების თემატიკაზე შესრულებულ ნახატებს.ბავშვების გართობაზე იზრუნებს სადღესასწაულო ცენტრი „ბუმბუმი“. საღამოს სტუმრები იქნებიან სოციალური საწარმო „ბაბალე“, შემოქმედებითი ჯგუფი „დეკარტი“, „ქართული სასწავლებელი“, ექსპერიმენტორიუმი, კონტაქტური ზოოპარკი. და რაც მთავარია, ბავშვებს სიუპრიზი ერგებათ  ბავშვებს „ბარამბოსგან“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი საბავშვო სიმღერების ჩაწერა, მუსიკალური ისტორიების, ილუსტრაციების, გასაფერადებლების, სანოტო კრებულების და სხვა შემეცნებითი საშუალებების გამოცემა, პირველი საავტორო ქართული საბავშვო მიუზიკლის დადგმა და მრავალი სხვა საინტერესო ღონისძიება.

პროექტი გათვლილია ბავშვის ხელოვნების სამყაროთი დაინტერესებაზე, მისი ნიჭის გამოვლენაზე, შემოქმედებითი პროცესის გაცნობაზე, თვით გამოხატვისა და პირველადი მუსიკალური ცოდნის მიღებაზე.

„აკოლადას“ პირველ ეტაპზე გამოქვეყნდება ინტერნეტ ორტალი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ ნატალია თოთიბაძის საბავშვო სიმღერების კრებული. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს ან უფასოდ გადმოიწეროს სასურველი სიმღერა. ყველა სიმღერას ექნება საბეჭდად ადაპტირებული  ტექსტები, ფერადი და შავ-თეთრი გასაფერადებელი ილუსტრაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები