LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა იქნება

63

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მაისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა იქნება.

ინფორმაციის თანახმად, ტემპერატურა ბარში +26-31 იქნება, მთაში +24-29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20-25 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 5–7 მაისს ტემპერატურა +28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და საღამოს საათებში კი შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები