LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“7 მოგება 8 რაუნდიდან”- ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი რობოტი ვანო უკვე ფინალშია

80

საქართველოს რობოტიკის გუნდი მექსიკაში გამართულ რობოტების საერთაშორისო კონკურს First Global-ში წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას.

ქართველი ახალგაზრდების მიერ 10 საათში შექმნილი რობოტი ვანო დაუჯერებელ შედეგებს აღწევს. 8 რაუნდიდან 7 -ის მოგების ფონზე, 193 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია.

https://www.facebook.com/CrystalJscMfo/photos/a.125242440849753/2327266873980621/?type=3&theater

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 170 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია.

გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები