LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მოხსნა: ზაზამ ყოფილ გუნდს მოუგო

47

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ ნბა-ს რეგულარულ ჩმპიონატში გამარჯვება მოიპოვა და მოგებ-წაგებები გაითანაბრა. ოკლენდელებმა მორიგი მატჩი ტეხასში, ფაჩულიას ყოფილ გუნდ „დალასთან“ გამართეს და საკმაოდ იოლად – 133:103 იმარჯვეს.

ქართელი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ ფარზე კარგად იმუშავა და შეხვედრა 7 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხება ლიდერებს, 29 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, 25 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. 2 მოგებითა და 2 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის მე-8 საფეხურზეა და მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, შინაურ „ორაკლ არენაზე“ ჩაატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები