LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 პროდუქტი მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

518

ესტროგენი ანუ ე.წ. ახალგაზრდობის ჰორმონი ქალის სილამაზის მთავარი ელემენტია, რადგან სწორედ ეს უხილავი “მეგობარი” ზრუნავს ჩვენი კანის ელასტიურობაზე. თუმცა, ასაკთან ერთად ორგანიზმში ესტროგენის გამოყოფა მცირდება, ამიტომ ყოველდღიურ რაციონში იმ პროდუქტების ჩართვაა აუცილებელი, რომლებიც ექსტროგენის ჯგუფის ნივთიერებების შეიცავენ.

ავოკადო

avokado

ავოკადომ დიდი ხანია გაითქვა სახელი თავის სამკურნალო თვისებებით. მასში არსებული ცხიმი თავისი შემადგენლობით ძალიან ჰგავს ზეითუნის ზეთს, თუმცა ბევრად უფრო ბლანტი კონსისტენციისაა, ამიტომ უკეთ იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და უზრუნველყოფს კანის შიგნიდან დატენიანებას. გარდა ამისა, ტროპიკული ხილის მოყვარულებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მათ არასდროს ემუქრებათ ჭარბი ქოლესტერინის დაგროვების საფრთხე, რადგან ავოკადო სწორედ ის ხილია, რომელიც სისტემატურად ასუფთავებს ჩვენს ორგანიზმს.

 

კურკუმი

kukrumi

სხვადასხვა სუნელების ჯადოსნური თვისებები უკვე ბევრისთვისაა ცნობილი. ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის კურკუმია – ახალგაზრდობის ნამდვილი ელიქსირი, რომელიც მიუხედავად დამახასიათებელი მწარე არომატისა, მაინც ყველასთვის სასარგებლოა. კურკუმი ებრძვის ცელულიტს, ასწორებს შრამებს და თავისი თვისებებით სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. მათთვის კი, ვინც ვერაფრით ელევა ტკბილეულს, კურკუმი ნამდვილი საჩუქარია, რადგან ის ამცირებს ტკბილი საკვების მოთხოვნილებას და აქედან გამომდინარე ზედმეტ წონას. ყველაფერთან ერთად კურკუმის გამოყენება ნიღაბის სახითაც შეიძლება, რადგან საოცარი მცენარე წმინდავს, ასწორებს და აახალგაზრდავებს კანს.

 

მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული

mcvane produiqti

მწვანე ფერის ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი არა მარტო ენერგიით დაგმუხტავთ მთელი დღის მანძილზე, არამედ თქვენს ორგანიზმს დღე-ღამის ნორმული ანტიოქსიდანტებითაც უზრუნველყოფს. ანტიოქსიდანტები კი, როგორც ვიცით ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარი წყაროა. მწვანე ფერის ხილსა და ბოსტნეულს, რომლებსაც ხშირად “ბუნებრივ ჰორმონებსაც” ეძახიან, დაბერების პროცესის შენელების უნიკალური თვისება აქვთ.

 

ორაგული

oraguli

ომეგა 3-ის ჯგუფის ცხიმები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ორაგული, კოსმეტიკური საცხების მთავარი კომპონენტია. ცხიმები ეხმარებიან კანს შეინარჩუნოს ტონუსი და ელასტიურობა. გარდა ამისა, ომეგა 3-ის ჯგუფის ცხიმები აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას.

 

ზეითუნის ზეთი

zeitunis zeti

სწრაფად დაბერებისკენ ყველაზე მეტად მშრალი კანია მიდრეკილი. ყველაზე ეფექტური კანის დამარბილებელი ბუნებრივი პროდუქტი კი, ზეთისხილის ზეთია, რომელიც სასარგებლო ცხიმოვან მჟავას შეიცავს და ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას. ზეითუნის ზეთში სამჯერ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხიმოვან პროდუქტში. ზეითუნის ზეთის “თაყვანისმცემლებს” შორისაა სოფი ლორენიც, რომელიც მას თავისი სილამაზის მთავარ საიდულმოდ მიიჩნევს.

 

მწვანე ჩაი

mcvane chai

ანტიოქსიდანტების რაოდენობით ისევ მწვანე ჩაი ლიდერობს, რომელიც სახის კანის ჯანსაღ ფერზე და ელასტიურობაზე ზრუნავს (დღიური ნორმა 3-4 ჭიქა). გარდა ამისა, დაყენებული ჩაის პაკეტებში – დაღლილი თვალების ეფექტური მკურნალიცაა.

 

კივი

kivi

კივი ყველაზე “ენერგიული” ხილია, რომელიც ჯანმრთელი კანის შენარჩუნებისთვის თავისი Е და С ვიტამინებით ანუ ძლიერი ანტიოქსიდანტებით იბრძვის. კივი კანის უჯრედებს ტოქსინებისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. გარდა ამისა, მასში ძალიან ცოტა კალორიაა, ამიტომ თამამად მიირთვით და ნუ იფიქრებთ ზედმეტ კილოგრამებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები