LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა, როგორ ვიკვებოთ ოფისში სწორად

281

გადატვირთული ცხივრების რეჟიმი საკუთარ წესებს გვკარნახობს, არასდროს გვრჩება დრო სრულფასოვანი სადილისთვის და მაშინაც კი, როცა რამდენიმე წუთს ვპოულობთ სწრაფად წახემსებისთვის, ჩვეულებრივ იმ ნაკლებად სასარგებლო პროდუქტს მივირთმევთ, რომელიც ყოველდღიურად ზიანს აყენებენ ორგანიზმს. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინება ჭარბი წონისგანაც დაგიცავთ და ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებთ.  

* საუზმე ნოყიერი და კალორიული უნდა იყოს – საუზმე კვების რეჟიმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია, რადგან მის გარშე დილიდანვე გვშივდება და ეფექტურად მუშაობაც ნაკლებად გამოგვდის,  სისტემატიური წახემსება ნამცხვრითა და შოკოლადით კი, სწრაფად გვმატებს ზედმეტ კილოგრამებს.

* ეცადეთ არ მიირთვათ სამუშაო მაგიდასთან – საკვების მიღებისას აუცილბელია გარემოს შეცვლა, სასურველია ოფისის დატოვება თუნდაც 20-25 წუთით. სიჩქარე კვებას არ უხდება, ამიტომ ეცადეთ კარგად დაღეჭოთ თითოეული ლუკმა, ისიამოვნოთ და სადილი რამდენიმე ნაჭერი მთელმარცვლოვანი პურით შეავსოთ, რომელიც უჯრედის და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი განძია.

* უარი თქვით კაფეში სიარულზე – დღეს ბიზნესლანჩი თითქმის ყველა კვების ობიექტში ხელმისაწვდომია, რას საკმაოდ მიმზიდველია, რადგან არც საკვების მომზადება გვიხდება და ნაკლები დანახარჯებითაც შეგვიძლია ერთი შეხედვით გემრიელი ლანჩის მირთმევა. თუმცა, ამგვარი უხარისხო საკვები საკმაოდ ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე, სახლში მომზადებული სადილი კი, ბევრად გემრიელი და რაც მთავარია, ჯანსაღია.

* ნუ მოამზადებთ სადილს ოფისისთვის მშიერ კუჭზე – როცა მშიერი აზადებთ საკვებს, ე.წ. ლანჩ-ბოქსი ყოველთვის კალორიული, ზედმეტი და მავნებელი საკვებით ივსება. ეცადეთ „საგზალი“ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით – მცენარეული ზეთით შენელებული სალათით, ქათმის ფილეთი და იოგურტით, ბოსტნეულით და ხილით, კეფირით და ხაჭოთი გაამდიდროთ.  

* რაც შეიძლება მეტი სითხე! – წყალი ყველაზე სასარგებლო „პროდუქტია“, რომელის დღიური ნორმა 1,5-2 ლიტრს უნდა შეადგენდეს. რეკომენდირებულია, რამდენიმე ყლუპის სულ მცირე საათში ერთხელ დალევა, რაც მეტაბოლიზმსაც გააუმჯობესებს და ორგანიზმსაც დაიცავს ჭარბი კილოგრამებისგან.

* უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე! – ნახშირწყლები – ენერგიის წყაროა, ამიტომ არ ღირს რაციონიდან ტკბილეულის სრულად ამოღება. მართალია, „ჯანსაღი კვება“ ძირითადად უგემურ საკვებთან ასოცირდება, მაგრამ ნუ იტყვით უარს სამსახურში ჩაისთან ერთად ტკბილეულის მირთმევაზე, თუმცა, უკეთესია თუ კალორიული ტორტისა და ღვეზელის ნაცვლად, ნატურალურ შავი შოკოლადს, მთელმარცვლოვან ნამცხვარს და ხილს მიირთმევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები