LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საშინელი ტრადიცია, რომელსაც ძველ დროში ორსულები მისდევდნენ

527

ყველა ეპოქაში ორსული ქალები ცდილობდნენ შეექმნათ მომავალი შვილებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები. უბრალოდ, იყო პერიოდი, როცა მომავალ დედებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა იყო კარგი და რა არა. ხშირად ახალგაზრდა ქალები მისდევდნენ იმ დროისთვის დაგეგმილ სასტიკ და გაუგებარ ტრადიციებს, რომლებიც კი არ ეხმარებოდა, არამედ ვნებდა პატარას. ჩვენ მოგიყვებით 7 შოკისმომგვრელ ამბავზე, რომელსაც ადრე ორსულები აკეთებდნენ

ვიწრო კორსეტები

ორსული ქალები ძველ დროში არ ამბობდნენ უარს კორსეტებზე. მეტიც, მათთვის იქმნებოდა მაქსიმალურად ვიწრო კორსეტები. ითვლებოდა, რომ ის ქალის სხეულის ფორმას ინარჩუნებდა და ბავშვი უფრო ძლიერი გამოდიოდა. არსებობს ვერსია, რომ პირველი ასეთი საორსულო კორსეტი 1468 წელს ესპანეთის დედოფალმა ჰუანამ შექმნა. ის საიდუმლოდ მალავდა ორსულობას და მეტალის კორსეტი ეცვა, რომ არავის არაფერი შეემჩნია

მოწევა

დღეს ყველამ იცის, რომ მოწევა ორსულობისას ვნებს როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობას. იყო დროს, როცა ის სასარგებლოდ ითვლებოდა. ამტკიცებდნენ, რომ მოწევა ხელს უწყობდა საჭმლის უკეთ მონელებას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამის ამსახველი სარეკლამო ბანერებიც კი არსებობს

ნარკოზი ორსულობისას

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი ექიმი უწევდა რეკომენდაციას ჰლოროფორმს, რომელიც უნდა ესუნქა ორსულს. ეს საანესთეზიო საშუალება საშინლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბევრი ორსულობა თვითნებური აბორტით სრულდებოდა

ყველაფერი ძვირფასი

გარდა სამედიცინო რეკომენდაციებისა, არსებობდა უამრავი ცრურწმენაც. მაგალითად ერთ-ერთი გახლდათ ის, რომ ორსულს მხოლოდ ყველაფერი ძვირფასი უნდა სცმოდა. ამაზე იყო დამოკიდებული, რამდენად ლამაზი იქნებოდა ბავშვი. ქალბატონები ხშირად მძიმე აქსესუარებზეც არ ამბობდნენ უარს მომავალი შვილის ბედნიერებისთვის.

ალკოჰოლი

დაახლოებით 100 წლის წინ ექიმები ურჩევდნენ ორსულებს, მიეღოთ დოზირებულად წითელი ღვინო. მართალია, მცირე დოზით წითელ ღვინოს აქვს სასარგებლო თვისებები, მაგრამ სამწუხაროდ, რაოდენობის კონტროლი ყველა ქალს არ შეეძლო

ავტომობილის მართვა

იყო დრო, როცა აშშ-ში ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ავტომობილის მართვა. რეკლამები გვამცნობდა, რომ ფეხმძიმე ქალისთვის ავტომობილის მართვა ცხენზე ჯირითის ტოლფასი იყო. ამიტომ ორსულობისას ქალები მხოლოდ მატარებლით გადაადგილდებოდნენ.

მზის შიში

მე-19 საუკუნეში ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ მზეზე ყოფნა. თუ ქალს მაინც უწევდა მზეზე გამოსვლა, ის მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული მზის სხივებისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები