LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წელი იტალიაში: ლევან მჭედლიძე ყველაზე ერთგულ ფეხბურთელებს შორისაა

143

ბრიტანულმა გამოცემა Sun-მა ყველაზე ერთგული ფეხბურთელები გამოთვალა. ამ ჩამონათვალში კი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

უშუალოდ ინგლისში ყველაზე ერთგულთა სიას „ჩელსის“ აწ უკვე ყოფილი ლეგენდა ჯონ ტერი ლიდერობს, რომელსაც სამშობლოში 19 წელი აქვს გატარებული.

ესპანეთში პირველი “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტაა, რომელიც პრიმერაში 15 წელიწადია თამაშობს.

სერია ა-ში კი ყველაზე ერთგული რა გასაკვირია ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც “რომას” რიგებში 25 წელი გაატარა.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ სიაში მოხვდა ლევან მჭედლიძეც, რომელიც იტალიაში უკვე შვიდი წელია თამაშობს. მჭედლიძე სერია ა-ში ერთგულად მოთამაშეთა შორის მეთერთმეტე ადგილს იკავებს.

თუმცა ეს ერთგულება შესაძლოა დასრულდეს კიდეც. მოგეხსენებათ, ლევანის კლუბი „ემპოლი“ სერია ა-დან გავარდა და ჩვენიანის ახალი ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია. თავიდან „ბოლონიას“ ვარიანტი ითქვა, მერე თურქულიც გამოჩნდა.
ქართველი თავდამსხმელის შეძენა “ტრაბზონსპორს” სურს. თურქულ პრესაში დაიწერა, რომ “ტრაბზონსრმა” მჭედლიძეს უკვე გაუკეთა შეთავაზება.

2008-10 წლებში მჭედლიძე იჯარით “პალერმოში” თამაშობდა, 2010 წლიდან კი “ემპოლის” ღირსებას იცავს. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები