LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან ზედაპირული დაზიანება მიიღო, სტაბილურია

92

7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად მუცლის არეში ზედაპირული დაზიანება მიიღო, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. 7 წლის გოგონა ეზოში საქანელაზე იქდა, როდესაც მას დედამ სხეულზე სისხლი შეამჩნია. რა დროს ან ვინ გაისროლა გოგონას მიმართულებით, უცნობია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ბავშვმა საქანელაზე ქანაობისას მიიღო დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს ზედაპირული დაზიანება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები