LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის ხულიანი, ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლია

95

დადასტურდა, რომ ეს 7 წლის ბრიტანელ-ავსტრალიელი ბიჭი ბარსელონას ტერაქტის ერთერთი მსხვერპლია.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ესპანეთის სამოქალაქო დაცვის ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 გარდაცვლილს შორის ხულიან კადმანი, როგორც ამ დროისთვის ცნობილია, ასაკით ყველაზე პატარაა. ხულიანის ამოცნობას რამდენიმე დღე დასჭირდა, რადგან ოფიციალური პირები დე ენ ემის პასუხებს ელოდებოდნენ.

ხულიან კადმანი, ტერაქტის დროს დედას მოშორდა და დაკარგულად ითვლებოდა. ხულიანის დედა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება უმძიმესი მდგომარეობით. ის კომაშია და შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის.

ოჯახის ახლობელი ტონი კადმანი თავდასხმის შემდეგ, ხულიანს ფოტოების მეშვეობით ეძებდა.

“ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ ხულიანის ღიმილს. ის იმდენად მხიარული, ენერგიული და თამამი იყო, რომ ყოველთვის შეეძლო გავემხიარულებინეთ”, – ამბობენ ბავშვის ოჯახის წევრები.

ხულიანი ბარსელონაში ნათესავის ქორწილის ცერემონიაზე დასასწრებად დედასთან ერთად ჩავიდა. ბიჭი ბრიტანეთში დაიბადა და იქ 4 წელი ცხოვრობდა, ბოლო სამი წელი მან ავსტრალიაში გაატარა.

17 აგვისტოს, ბარსელონაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე – რამბლაზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა.

ტერაქტის შედეგად დაშავებულებიდან 51 საავადმყოფოში რჩება, 84-მა კი უკვე სახლში დაბრუნება შეძლო.

ტერაქტის ორგანიზებაში კავშირისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულია ერთერთი პირიც, რომელიც სავარაუდოდ უშუალოდ ტერაქტის მონაწილე იყო. ტერაქტის შემსრულებლის ძებნის ოპერაცია კი ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები