LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

700 ავტობუსი გვჭირდება თბილისისთვის – კახა კალაძე

56

თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ურბანულ განვითარებასთან ერთად კვლავ ტრანსპორტისა და ამ სისტემის მოწესრიგებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მერიამ 145 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ყვითელი ავტობუსები სრულად უნდა ჩანაცვლდეს.

“700 ახალი ავტობუსი გვჭირდება თბილისისთვის. ყვითელი ავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს”,– განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია მეტროსადგურების და მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება.

თბილისის მერობის კანდიდატმა ამ თემასთან ერთად, ქალაქში მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“აუცილებელია იყოს ჯანსაღი გარემო. მომავალ თაობებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, უბრალოდ სუფთა ჰაერი ისუნთქონ”, – განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, ამ სატრანსპორტო პოლიტიკით, ოთხ წელიწადში, შესაძლებელი იქნება ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები