LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 წლის შერი Billboard Music Awards-ის მთავარი გმირი გახდა

208

21 მაისს, ლას-ვეგასში Billboard Music Awards-ის 25-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუ შთამბეჭდავი გამოვიდა და საღამოს მთავარი ტრიუმფატორი კანადელი რეპერი დრეიკი გახდა. თუმცა ღონისძიების მთავარი გმირი სტატუსი 71 წლის შერის ერგო, რომელიც მუსიკალურ პრემიაზე 15 წლიანი ინტერვალის შემდეგ გამოჩნდა.

T-Mobile Arena-ს სცენაზე მომღერალმა ორი ჰიტი „Believe“ და „If I Could Turn Back Time“  შეასრულა. პირველი სიმღერის დროს ის ვერცხლისფერი თამამი კოსტიუმით გამოჩნდა, მეორე გამოსვლის დროს კი შავი, ასევე თამამი კოსტიუმი მოირგო.

საღამოზე მან სპეციალური ჯილდო – „Icon Award“ მიიღო, რომელიც მას გვენ სტეფანიმ გადასცა. შერიმ მადლობა გადაუხადა შემოქმედებით ჯგუფს და თავისი წარმატება სწორედ მათ დამსახურებად მიიჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები