LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წლის მიკ ჯაგერს 29 წლის მეგობარი ქალისგან მერვე შვილი შეეძინა

97

73 წლის მიკ ჯაგერი კიდევ ერთხელ გახდა მამა. „როლინგ სტოუზის“ ვოკალისტსა და 29 წლის ბალერინას, მელანი ჰამრიკს ბიჭი შეეძინათ.

„მელანი ჰამრიკისა და მიკ ჯაგერის შვილი დღეს, ნიუ-იორკში დაიბადა, მშობლები უზომოდ ბედნიერები არიან. მიკი მშობიარობის დროს კლინიკაში იყო. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ. იმედი გვაქვს, ჟურნალისტები მათ პირად ცხოვრებას პატივს სცემენ,“ – ნათქვამია მუსიკოსის წარმომადგენლის განცხადებაში.

მელანისთვის ეს პირველი ბავშვია, მიკისთვის კი – მერვე. ამას გარდა, ჯაგერს უკვე შვილიშვილები და ერთი შვილთაშვილიც კი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები