LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

76 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

160

მსოფლიო სახელგანქმული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

როგორც მისი ოჯახი იტყობინება, ის გარდაიცვალა გამთენიისას, საკუთარ სახლში.

ფიზიკოს-თეორეტიკოსებს შორის ჰოკინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მოწინავე მეცნიერად ითვლებოდა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო კოსმოლოგიას და კვანტურ გრავიტაციას მოიცავდა.

21 წლის ასაკში ჰოკინგს ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს და მას სრულიად უმწეოს ხდის. 30 წლიდან ჰოკინგი ეტლს იყო მიჯაჭვული, თუმცა სამეცნიერო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და მსოფლიოს მეტყველების გენერატორის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები