LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

31

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა.   როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები