LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 წლის ფეი დანაუეი „გუჩის“ ულამაზეს რეკლამაში (ფოტო/ვიდეო)

740

77 წლის ფეი დანაუეი „გუჩის“ სარეკლამო კამპანიის სახე ხდება. „ოსკაროსანმა“ მსახიობმა ლეგენდარული ბრენდის ჩანთების ახალი ხაზის, Silvie-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ულამაზესი საზაფხულო მინი-ფილმი პეტრა კოლინზმა გადაიღო, მასში ფეი დანაუეის გარდა, ფრანგი მუსიკოსი სოკო მონაწილეობს. სიუჟეტი ორი განსხვავებული ასაკის ქალბატონის საზაფხულო თავგადასავალზე გვიყვება. სცენარის ავტორი „გუჩის“ მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელეა.

მსახიობებს სარეკლამო რგოლში „გუჩის“ ულამაზესი კაბები აცვიათ. ფეი დანაუეი ცნობილი ბრენდის რამოდენიმე კოსტიუმში ჩნდება, მათ შორისაა ჭრელი კაბები და სპორტული სამოსი, რომელიც საზაფხულო განწყობას ქმნის. მთავარი აქცენტი კი ბრენდის ჩანთებზეა, რომელსაც სარეკლამო რგოლში მრავლად შეხვდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები