LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 აპრილს, შესაძლოა, მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს – მემანქანეები გაფიცვას იწყებენ

36

8 აპრილს, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს, ამის შესახებ დღეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მემანქანეებმა განაცხადეს. ისინი ხელფასების ზრდას, ღამის საათებსა და წელთა ნამსახურებაზე დანამატებს ითხოვენ.

პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრმა, მემანქანემ ემზარ ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, მერიასა და თბილისის სატრანპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში მათ პირველ მარტს შეიტანეს განცხადებები სამი მთავარი მოთხოვნით, რომელთაგანც შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ ერთ საკითხზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაცია თანახმა არის აპრილის თვეში ჩარიცხოს თანხები წელთა ნამსახურების მიხედვით თანამშრომლებისთვის, დანარჩენ მოთხოვნებზე კი საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

მემანქანეები ადმინისტრაციას სამდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 აპრილს, დეპო გლდანში შეიკრიბებიან და გაფიცვას დაიწყებენ. თუ მათი პირობები არ შესრულდება, 8 აპრილს დილით, შესაძლოა, მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები