LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ფილმი იდეალურ მამაზე – საუკეთესო ეკრანული მამები

“პატარძლის მამა” (Father of the Bride, 1991) – 1950 წელს გადაღებული კომედიის რიმეიქში 22 წლის გოგონას მამა, ვერაფრით ეგუება აზრს, რომ ქალიშვილი დიდი ხანია გაიზარდა, გათხოვებას აპირებს და ყველანაირად ცდილობს ქორწილის ჩაშლას.

“მისსის დაუთფაიერი” (Mrs. Doubtfire, 1993) – მშობლების განქორწინების შემდეგ, სამი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან რჩება, თუმცა, მამა, რომელსაც სამსახურის დაკარგვის შემდეგ ისედაც არ აკლია პრობლემა, მაინც პოულობს შვილებთან დაახლოების საშუალებას.

“გამარჯობა მამა, ახალი წელი” (Daddy’s Home, 2015) – ბრედ უითაკერი მაქსიმალურად ცდილობს ორ გერთან დაახლოებას, თუმცა მოულოდნელად ბრუნდება ბავშვების ნამდვილი მამა და ბრედი ბავშვების სიყვარულთან ერთად, იძულებულია მეუღლის სიყვარულისთვისაც იბრძოლოს.

“გამარჯობა მამა, ახალი წელი 2 ” (Daddy’s Home 2, 2017) – კომედიის მეორე ნაწილში ერთ დროს კონკურენტი მამები ერთიანდებიან და შვილებისთვის საუკეთესო საშუბაო წვეულებას აწყობენ, თუმცა ოჯახურ მყუდროებას, ამჯერად უკვე ასაკოვანი ბაბუები არღვევენ.

“კრამერი კრამერის წინააღმდეგ” (Kramer vs. Kramer, 1979) – რობერტ ბენტონის, ხუთი “ოსკარის” მფლობელი ბრწყინველ ფილმი მარტოხელა მამაზეა, რომელიც მთელ ცხოვრებას საკუთარ შვილს – პატარა ბილის სწირავს.

“ინსტრუქცია არ მოყვება” (No Se Aception Devoluciones, 2013) – ეუხენიო დერბესის მექსიკური ტრაგიკომედია ახალგაზრდა მამაკაცზეა, რომელიც დაგვიანებით გებულობს, რომ პატარა გოგონას მამაა, იძულებულია მთელი ცხოვრება შეცვალოს და მარტომ აღზარდოს შვილი.

“2+1” (2016) – (Demain tout commence) – ფრანკო-ბრიტანულ რემეიქში ანალოგიური პრობლემა აქვს ახალგაზრდა, სიმპათიურ მექალთანეს, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მამაა და სრულიად გამოუცდელი, მარტო ზრდის ქალიშვილს.

“ბიჭები ბრუნდებიან” (The Boys Are Back, 2009) – სპორტული რეპორტიიორი ჯო ვარე ცოლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ზრდის ექვსი წლის ბიჭუნას, თუმცა, უფროსი შვილის მოულოდნელი სტუმრობის შემდეგ, იძულებულია ორმაგი პრობლემები დაძლიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები