LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 გარდაცვლილი და 30-მდე დაშავებული – ზვავში გადარჩენილებს ჯერ კიდევ ეძებენ

127

სამთო კურორტზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად იაპონიაში, სავარაუდოდ,  8 მოსწავლე გარდაიცვალა. „ბიბისის“ იფორმაციით, ზვავი დღეს გამთენიისას ტოჩიგის პრეფექტურაში, ქალაქ ნასუსთან, ტოკიოდან 120 კმ-ს დაშორებით ჩამოწვა.

რვა სტუდენტის კვალი ამ დრომდე არ ჩანს, დაშავდა 30 ადამიანი.

კურორტზე 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს, თუმცა ცუდი ამინდი და ინტენსიური თოვა მათ ხელს უშლის. უამინდობის გამო სამაშველო ოპერაციაში ამ დრომდე ვერ ჩაერთო ვერტმფრენი.

ქალაქ ნასუსთან რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტი მდებარეობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაც შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები