LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ნიშანი იმისა, თუ როგორ ამოვიცნოთ „შხამიანი“ ადამიანი

208

„შხამიან“ ადამიანებს სხვებისთვის ხასიათის გასაფუჭებლად 5 წუთიც არ სჭირდებათ

პლანეტაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, თუკი მათ შორის ისეთებიც არიან, ვისთან ურთიერთობაც ძალიან რთულია. გარკვეული სირთულე ალბათ ყველა ადამიანშია, თუმცა არიან განსაკუთრებულები, ე.წ. „შხამიანები“, რომელთა ატანაც თითქმის შეუძლებელია. ასეთი ადამიანების ამოცნობა მარტივია და ეს ის შემთხვევაა, როცა პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე მცდარია. „შხამიანთა“ ამოცნობა საკმაოდ მარტივია, ისინი რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ..

პირველი – მათ ძალიან უყვართ უხამსი გამოთქმები და ბილწსიტყვაობას სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი არ ერიდებიან. მეორე – ისინი გაუჩერებლად წუწუნებენ. ისინი წუწუნებენ აბსოლუტურად ყველაფერზე და გარშემომყოფებს ყველანაირ ენერგიას აცლიან. მესამე – ისინი მუდმივად განსაკუთრებულ მოპყრობას ელიან. მათ ღრმად სწამთ რომ საუკეთესოები არიან, ამიტომ მთელი მსოფლიო მათ ფეხქვეშ უნდა გაეგოს. მეოთხე – ისინი მუდმივად თავისი მიღწევებით ამაყობენ. მათ შეუძლიათ, რომ ნებისმიერი ისტორია საკუთარ თავზე გარდაქმნან და სხვებს ცხოვრებისეული გაკვეთილებიც მისცენ. მეხუთე – ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავი უვარგისად გაგრძნობინონ. მათი აზრით, ამ ქვეყნად პოზიტივი უბრალოდ არ არსებობს და სამყარო ერთი დიდი ნეგატივისგან შედგება. მეექვსე – ისინი ყველასგან საუკეთესო მოპყრობას მოელიან. მათი ბედნიერება ხომ ყველაზე და ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ გარშემომყოფებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.  მეშვიდე – მათ სხვისი პრობლემები თუ საზრუნავი არ ადარდებთ. მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი იწუწუნონ, თუმცა სხვისი დარდით არასდროს დაინტერესდებიან. მერვე – და ბოლოს, მათთან თავს ყოველთვის ცუდად იგრძნობთ. „შხამიანებისგან“ მომავალი ნეგატივი უკვალოდ არ ქრება და განწყობის გაფუჭება მათთან გატარებულ რამდენიმე წუთსაც კი შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები