LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 სეანსი“ – რატომ აღიზიანებს მაყურებელს ქართულ-უცხოური პერფორმანსი

307

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო (ბექა ელბაქიძე) გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, მუშაობდა და რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბექამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. ახლა საქართველოში დაბრუნდა, გარკვეულ ხანში ისევ აპირებს იტალიაში გამგზავრებას, თუმცა მანამდე საინტერესო პროექტებითაა დაკავებული. მათ შორისაა სპექტაკლი „8 სეანსი“, რომელიც ფრანგული ექსპერიმენტული თეატრის მოდელს წარმოადგენს, მისი სცენარი რეალურ ამბებსა და ინტერვიუებზეა აგებული, ტექსტი არგენტინელ დრამატურგთან ერთად, გაბრიელმა დაწერა. პროექტი 2016-2018 წლებში 8 სხვადასხვა ქვეყანაში, 8 ენაზე, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფთან ერთად განხორციელდება.

ამჯერად ქართველ მაყურებელს მისი ნახვა 19 და 26 დეკემბერს ღამის კლუბში „ხიდი“ შეუძლია. მონაწილეობენ ეკა ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, კოკო როინიშვილი, ნინო ბურდული და სხვანი.

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო:

იმ მიზნით, რომ სხვადასხვა სეგმენტი მოეცვა და მრავალფეროვანი სოციალური ჯგუფი გაეერთიანებინა, კონცეფციაში თავიდანვე ჩავდეთ, რომ სპექტაკლები არა თეატრში, არამედ სხვადასხვა სივრცეში გვეთამაშა, როგორიც არის მაგალითად ფაბრიკა, რკინიგზის სადგური, ავტოსადგომი, ღამის კლუბი, სამკითხველო დარბაზი, კლინიკა და ასე შემდეგ.

გახსნილად ვსაუბრობთ თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ თემებზე: ტერორიზმი, პროსტიტუცია, ძალადობა, შიდსი, ჰომოფობია, სუიციდი, თვალთვალი, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. აქ არ ვკითხულობთ მორალს, თანამედროვე, ძალიან ადამიანურ ენაზე ვყვებით ისტორიებს და ვსვამთ ძალიან ბევრ შეკითხვას, რაზეც მაყურებელი თავად გასცემს პასუხებს, ან არც უპასუხებს…

ეკა ჩხეიძე:

ამას არა სპექტაკლს, არამედ აქციას დავარქმევდი. მოთხრობილია რვა ადამიანის შესახებ და თავად ეს აქციაც გარკვეულწილად ჰგავს ფსიქოთერაპევტის სეანსს, ამიტომაც ჰქვია „8 სეანსი“. აქ ადამიანის ბნელი მხარეებია წრმოჩენილი, ყველა ის პერსონაჟი, რომლებსაც ვასახიერებთ, რეალურად არსებობს. ამ სპექტაკლი ფუნქციაა, წარმოაჩინოს ის მანკიერი მხარეები, რომლებიც ადამიანებს აქვთ და რომელთა მიზეზები შეიძლება, სხვადასხვაგან ვეძებოთ, ამთ შორის ბავშვობაში, წარსულში…

თქვენი პერსონაჟი როგორია?

ჩემს პერსონაჟს მშობლებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. თავის დროზე ვერ თქვა, შეეშინდა და ახლა იმკის შედეგებს. მის ცხოვრებაზე ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია.

ზოგადად, ძალიან საინტერესო აქციაა, 2-3-ჯერ ვითამაშეთ „ფაბრიკაში“, ახლა ღამის კლუბში ვთამაშობთ და ვფიქრობ, ეს სივრცე ძალიან კარგად ასახავს სპექტაკლის შინაარსს. რამდენადაც მძიმე საყურებელია, ისეთივე ბნელი გარემო იქნება.

მაყურებელი როგორ იღებს ამ წარმოდგენას?

საკმაოდ მძიმედ. ზოგი ძალიან ღიზიანდება, რადგან ხვდება, რომ ასეთი ადამიანები რეალურადაც არსებობენ, მაგრამ ეს ცხოვრებისეული ამბებია, რომლებიც ნამდვილად ხდება, მათ ვერსად გავექცევით…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები